თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი გიწვევთ სასერტიფიკატო სემინარზე - „Web3-ის იურიდიული ასპექტები”, რომელიც იმართება ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, CryptoEthica-სა და Legal Lab Georgia-ს მონაწილეობით. სემინარზე განხილული იქნება ბლოკჩეინისა და კრიპტო რეგულაციის საკითხები, რომელსაც გაუძღვებიან დარგის ექსპერტები:
- არჩილ ჩოჩია, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი
- არტემ ბოიარჩუკი, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი
- ვახტანგ ჩხენკელი, CryptoEthica, ესტონეთი
- ანნა აგუ, Lex Law, ესტონეთი
სემინარის ჩატარების თარიღი: 18 დეკემბერი, 2023, 17:00-20:00 სთ.
სემინარის ჩატარების ადგილი: თსუ-ის მეორე კორპუსის 119-ე აუდიტორია
სემინარში მონაწილეობა უფასოა. სემინარის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატები.
მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, 17 დეკემბრის ჩათვლით წინასწარ მოგვწეროთ შემდეგ მეილზე iclinstitute@tsu.ge
სემინარის შესახებ იხილეთ მოკლე ვიდეო: https://www.youtube.com/watch?si=Z241xdhYlqhbHkSe&v=itNN437QQY8&feature=youtu.be